ამინდის ვრცელი პროგნოზი
- საზოგადოება
- 25.02.2018
- 12:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
25 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
26 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 4 – 6 გრადუსით დაიკლებს.
25 თებერვალს ქ. თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 26 თებერვალს გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.