png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელი კანადაში ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება

  • პოლიტიკა
  • 21.11.2015
  • 13:02
თინათინ ხიდაშელი კანადაში ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კანადაში ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კონფერენციის პლენარული სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. პანელის დისკუსიის თემა იყო „ითანამშრომლე, შეაკავე ან დაიპყარი - 70 წლის შემდეგ პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგია“. სესია II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბოლო 70 წლის განმავლობაში მსოფლიო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. თინათინ ხიდაშელმა გამოსვლისას ყურადღება ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განიხილა, თუ რამდენად მზად აღმოჩნდა დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად გამოწვეული გამოწვევებისთვის და რამდენად არის მზად იმ საფრთხეებთან საბრძოლველად, რომელიც მომავალი წლების შემდეგ დადგება.

„ფორუმზე დისკუსიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სირიისა და სირიიდან მომდინარე საფრთხეების პარალელურად იყო რუსეთი. რუსეთის შესახებ დებატები მიმდინარეობდა ძირითადად ფორმატში - პარტნიორი თუ საფრთხე. საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი, გულშემატკივარი და პარტნიორი ჰყავს. მთავარი ამოცანა ფორუმის სხდომებზე იყო ის, რომ უფრო მეტი გარანტიების შესახებ ყოფილიყო საუბარი, უფრო მეტი დაზღვევა მიგვეღო ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისა და დიალოგის ფონზე რუსეთთან, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების ხარჯზე ან რაიმე ფორმით არ დაზარალდება ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად თავს უყრის უსაფრთხოების სფეროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს.  კონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს 60-ზე მეტი ქვეყნის 300 წარმომადგენელი განიხილავს. წელს უსაფრთხოების ფორუმი კანადის ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ჰარჯიტ საჯანმა გახსნა. კანადელ კოლეგას თინათინ ხიდაშელი ვიზიტის ფარგლებში მოგვიანებით შეხვდება. ამ დრომდე კი  უკვე  გაიმართა შეხვედრები აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან რობერტ უორკთან და ფორუმში მონაწილე თავდაცვის მინისტრებთან.  

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge