png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 26.02.2018
  • 11:46
ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

,,სამხრეთ ოსეთში (საქართველო) განვითარებული ბოლო მოვლენები – კერძოდ, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, ღრმა შეშფოთების მიზეზია. ჩვენ ვუსამძიმრებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში. პატიმრობიდან საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ველოდებით, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მისცემს მათ საშუალებას, გაემგზავრონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ევროკავშირი აგრძელებს მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობითა და ადგილზე, მონიტორინგის მისიის მუშაობით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს დილით გაემგზავრა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge