primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სუს-ის ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალშია და რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალები გადაიგზავნა

  • სამართალი
  • 27.02.2018
  • 12:04
სუს-ის ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალშია და რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალები გადაიგზავნა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალშია და დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთში გაგზავნა მხოლოდ საექსპერტო მასალები. ინფორმაციას ამის სესახებ ,,რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

 „დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ გვიან ღამით ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად ცხინვალშია“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ მდინარე ენგურის ხიდთან, საიდანაც ოკუპირებულ გალში გაემგზავრა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს და ოკუპირებული ახალგორიდან ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცენ უკანონოდ დაკავებულ ორ პირს.

 22 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან 24 თებერვალს გაათავისუფლა, თუმცა, არ მისცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება. 26 თებერვალს, ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა, რომელზეც ქართულმა მხარემ მოითხოვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილისთვის თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და მომხდარის სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება. დე ფაქტო ხელისუფლება მოთხოვნებს არ დათანხმდა და განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ შეძლეს, ამიტომ რუსეთის ფედერაციას მიმართეს. 26 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს ცენტრალურ და რუსეთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე და ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის უზრუნველსაყოფად. ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიას ოჯახის გარდა არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლებაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge