ლენტეხში მოსახლეობა ,,ხელედულა 3 ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს
- საზოგადოება
- 27.02.2018
- 16:00
ლენტეხში მოსახლეობა "ხელედულა 3 ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ფიქრობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება.
სოფლების წანაშის, ლესემას და ხელედის მცხოვრებთა განცხადებით, ჰესის მშენებლობა გაზაფხულზე იწყება, ხოლო და ხელედულა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4 კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს .
აღსანიშნავია, რომ ჰესის აშენება მეწყერსაშიშ ზონაში იგეგმება.