ვულკანიზაციაში საბურავის გახეთქვის შედეგად მამაკაცი დაშავდა
- საზოგადოება
- 27.02.2018
- 18:57
ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში საბურავის გახეთქვის შედეგად მამაკაცი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, მამაკაცს კიდურების მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნება.