png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 27.02.2018
  • 19:00
ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ჰანი ალ მულქისთან შეხვედრით დაასრულა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს.

„დღეს შევხვდით სენატის თავმჯდომარეს, ასევე, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, პოლიტიკურ ასპექტებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღვნიშნეთ, რომ არის პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მეტად განვავითაროთ. გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა, თუმცა, არის დიდი პერსპექტივა იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკაში - გრიგორ ტაბატაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge