png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერი საპროკურორო საბჭოს საიტზე პროაქტიულად გამოქვეყნდა

  • ეკონომიკა
  • 21.11.2015
  • 15:12
მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერი საპროკურორო საბჭოს საიტზე პროაქტიულად გამოქვეყნდა

მიუხედავად იმისა, რომ „საპროკურორო საბჭოს დებულებით“ დადგენილი წესით არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან საპროკურორო საბჭოს  გასაუბრების აუდიოჩანაწერები არ გამოუთხოვია, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ და იუსტიციის მინისტრის მიერ საჯაროდ განემარტათ კიდეც კენჭისყრის დღეს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასაუბრების აუდიოჩანაწერები პროაქტიულად გამოქვეყნდა გუშინ, 20 ნოემბერს, და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა. კანდიდატებს ეცნობათ საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე გასაუბრების ჩანაწერების განთავსების შესახებ.

ვლადიმერ გაბრიჩიძის, ნანა რევაზიშვილისა და ირაკლი შოთაძის გასაუბრება საპროკურორო საბჭოს წევრებთან 19 ნოემბერს შედგა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საბჭოს წევრებს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა, საბჭოს წევრები თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ. გასაუბრებების დასრულების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. მას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და საექსპერტო წრეები, ასევე, მედიის წარმომადგენლები. გამარჯვებულ კანდიდატად ირაკლი შოთაძე დასახელდა. მან 13 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; მეორე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი; მესამე კანდიდატ ნანა რევაზიშვილს მხოლოდ 1-მა წევრმა მისცა დადებითი ხმა, ხოლო 12-მა წევრმა − უარყოფითი.

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და სამი კანდიდატურა დაასახელა, რომელთაგან თითოეულის რეკომენდატორები არასამთავრობო ორგანიზაციები ან/და აკადემიური წრეები იყვნენ. იუსტიციის მინისტრის მიერ თითოეული კანდიდატის წარდგინება კანონის შესაბამისად დასაბუთდა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას.
 
 
 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge