ბარათაშვილზე შენობიდან შუშა ჩამოვარდა - დაშავდა 6 ბავშვი
- საზოგადოება
- 28.02.2018
- 16:12
თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან შუშა ჩამოვარდა.
ბანერი გამვლელებს დაეცა, მათ შორის 6 ბავშვს, რომლებიც ტერიტორიაზე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ.
დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბავშვს ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში ამ წუთებში უტარდება.
როგორც ,,პრაიმნიუსჯორჯიას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი მომხდარს არკვევენ.