png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 21.11.2015
  • 15:47
 ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად  ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი  გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი  გამოფენა დაათვალიერა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ალექსანდრე ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები,  მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები.

“
ალექსანდრე ქართველი არის გამორჩეული გენიოსი ავიაკონსტრუქტორი და ნოვატორი, რომელმაც ისეთი თვითმფრინავები შექმნა, რითაც დღემდე ამაყობენ ამერიკელები. დღესაც  აქტიურად გამოიყენება ამერიკულ ავიაციაში მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ გვყავდა ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ბუმბერაზი ადამიანები. მათ  ასახელეს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიოში შექმნეს ინოვაციური პროექტები და განახორციელეს ნოვატორული იდეები. მათი სახელებით ამაყობენ სხვა ერები და ჩვენ კი სამწუხაროდ გვავიწყდება ისინი. მინდა გავიხსენო ამერიკაში ვიზიტი, როდესაც შევხვდი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაშინ არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ისინი ამაყობენ ალექსანდრე ქართველის მიღწევებით,“–განაცხადა პრემიერმა ექსპოზიციის ნახვის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს  ალექსანდრე ქართველის სახელი დაერქვა. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის.

„ჩვენ გვინდა, რომ დაახლოებით 100  ქართველის ბიოგრაფიულ ცნობებს და მათი  მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევიტანოთ სასწავლო პროგრამაში, რათა მათ მაგალითებზე აღიზარდონ ჩვენი შვილები. დარწმუნებული ვარ, ამ  გამოფენის ნახვის შემდეგ,  ახალგაზრდებს გაუჩნდებათ ინტერესი და მოტივაცია, რომ თავადაც შექმნან რამე ნოვატორული. მსგავს საკითხებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ყველამ, მათ შორის მედიამ,“–აღნიშნა პრემიერმა.

ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი  გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული”.
პრემიერ–მინისტრმა შვილებთან ერთად ეროვნულ მუზეუმში განთავსებული იარაღისა და არქეოლოგიური საგანძურის დარბაზებიც დაათვალიერა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge