ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ 5 მოზარდს სამედიცინო დაწესებულებებიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ
- საზოგადოება
- 01.03.2018
- 10:44
ბარათაშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშვებული მოზარდები კლინიკებში რჩებიან. მკურნალობას 5 მოზარდი გადის.
ექიმების თქმით, მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
უბედური შემთხვევის შედეგად გუშინ 6 მოსწავლე დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი თავის ტრავმების გამო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.