ბორჯომის ცენტრში სპეცრაზმია მობილიზებული
- საზოგადოება
- 01.03.2018
- 11:48
ბორჯომში, ქალაქის ცენტრში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული, ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2'' ავრცელებს.
უცნობია თუ რას უკავშირდება რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის მობილიზება.
ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ ბორჯომში, სპეცრაზმი, საკრებულოში მიმდინარე პროცესების გამო შეიყვანეს.
გვიან ღამით კი ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.