თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა
- მსოფლიო
- 02.03.2018
- 12:01
კანადაში ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა. ლაინერი აფრენისთვის ემზადებოდა, როდესაც ერთ-ერთი მგზავრის ტელეფონს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად გაჯეტის მფლობელმა მძიმე დამწვრობა მიიღო და მისი ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო.
ტელეარხ ABC-ის ცნობით, ეკიპაჟის წევრებმა ხანძარი ცეცხლმაქრის დახმარებით სწრაფად ჩააქრო.
ინციდენტის შედეგად თვითმფრინავის სალონი არ დაზიანებულა. ეკიპაჟმა რეისის შესრულება მაინც გადაწყვიტა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200