მოსულთან ქრისტიანების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
- მსოფლიო
- 02.03.2018
- 14:03
ერაყის უსაფრთხოების ძალებმა მოსულთან ქრისტიანების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პორტალი Ghad Press-ი იუწყება.
მედიის ცნობით, სამარეში 40 გატაცებული ქრისტიანი იყო დამარხული.
ცხედრებს შორის ასევე აღმოჩენილია ქალებისა და ბავშვების ნეშთები. ცხედრებთან ერთად იპოვეს მცირე ზომის ჯვრებიც.
2017 წელს ერაყელმა სამხედროებმა ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გაათავისუფლეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200