საპატრიარქო: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი ჩამოასვენებს
- საზოგადოება
- 04.03.2018
- 14:26
საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.
,,დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.
მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს'', - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.