გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
- საზოგადოება
- 05.03.2018
- 09:49
გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც 5 და 6 მარტს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
მაისაშვილს სიონიდან სამშაბათს 15:00 საათზე გამოასვენებენ და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
ქართველი პოლიტიკოსი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.