იტალიის საპრალამენტო არჩევნებში ბერლუსკონის კოალიცია ლიდერობს
- მსოფლიო
- 05.03.2018
- 10:26
იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტინების 21 პროცენტის დათვლის შემდეგ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია ხმათა 37 პროცენტს აგროვებს.
კოალიცია პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს.
მეორე ადგილზე 30%-ით , "მოძრაობა 5 ვარსკვლავი" გავიდა. მესამე ადგილი კი მმართველმა, დემოკრატიულმა პარტიამ დაიკავა.