ანკარაში აშშ-ის საელჩოს დახურავენ
- მსოფლიო
- 05.03.2018
- 10:40
ანკარაში აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების მიზნით დახურავენ.
„ანკარაში საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს აცნობებს, რომ 2018 წლის 5 მარტს უსაფრთხოების თვალსაზრისით საელჩო დაიხურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროის განმავლობაში საელჩო მოქალაქეებს მხოლოდ საგანგებო სიტუაციაში მოემსახურება.