png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 05.03.2018
  • 13:45
ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან - კახა კალაძე

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე, ამიტომაც საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში, ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი”, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში, თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის მდგრადობის უზრუნველყოფა. 

„ვფიქრობ არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა - როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება. მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ რეფორმებში. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს, ჩაერთონ თავიანთი რეგიონებისა და ქალაქების განვითარებაში და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge