გერმანიის პრეზიდენტმა ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა
- მსოფლიო
- 05.03.2018
- 15:26
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ოფიციალური პროცედურის ფარგლებში, ბუნდესტაგს ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე, ანგელა მერკელის კანდიდატურა შესთავაზა.
ამის შესახებ განცხადება დღეს ქვეყნის სახელმწიფო კანცელარიაში გაკეთდა.
„პრეზიდენტმა ბუნდესტაგს მიმართა შეტყობინებით, გერმანიის კონსტიტუციის 63-ე პუნქტის თანახმად და შესთავაზა ანგელა მერკელის თანამდებობა ფედერალური კანცელრის თანამდებობაზე. თუ როდის იქნება მერკელი არჩეული ამ თანამდებობაზე, ეს ბუნდესტაგმა გადაწყვიტოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.