ავტოსაგზაო შემთხვევას ქორწილში მიმავალი 26 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 06.03.2018
- 11:03
სატვირთო ავტომობილი, რომელშიც ქორწილში მიმავალი სტუმრები იმყოფებოდნენ, ხიდიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინციდენტი ინდოეთის გუჯარათის შტატში მოხდა, შემთხვევას 26 ადამიანი ემსხვერპლა.
წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა.
მედიის ცნობით, დაშავდა კიდევ 12 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილში სხვადასხვა მონაცემებით 60 ადამიანი იმყოფებოდა.