png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 06.03.2018
  • 12:21
 უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას - გიორგი გახარია

[უვიზო რეჟიმის] შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ვიზიტით მყოფ გერმანიის დელეგაციასთან საუბარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს არ შეეხება. მისივე თქმით, ეს იქნება ტექნიკური შეხვედრები, რომელზეც საუბარი გაიმართება იმ ტექნიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გაატარებს. 

“შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე არ იქნება საუბარი. ეს გახლავთ ტექნიკური მისია. ტექნიკურ მისიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სხვა უწყებებში საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. ძირითადი პრობლემური საკითხი ეს არის თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. 

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე იქნება ძალზედ სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე პასუხისთვის.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა არის გაზრდილი, თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენ გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით. აბსოლუტურ ციფრებში ეს არაა დიდი ციფრები, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება, რამეთუ ამ გამოწვევას ყველამ ერთად ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge