საფრანგეთში მერმა მოზარდი დაჭრა
- მსოფლიო
- 06.03.2018
- 12:31
საფრანგეთში მალავილის კომუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოზარდი იმ დროს დაჭრა, როდესაც კატის მოკვლას ცდილობდა. ტყვია ბიჭს თავში რიკოშეტის შედეგად მოხვდა.
როგორც გამოცემა Charente Libre წერს, კომუნის მერმა ერიკ ლამბერმა იარაღიდან კატას ესროლა, რომელიც მის საქათმეს ძალიან მიუახლოვდა.
ტყვია რიკოშეტის შედეგად 14 წლის ბიჭს მოხვდა, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. მოზარდი მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლამბერი დააკავეს, დაწყებულია გამოძიება.