png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

  • საზოგადოება
  • 06.03.2018
  • 15:03
მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები იზრდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მთავრობის სხდომამ დღეს დაამტკიცა. პაკეტი მთავრობას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა.

"ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე იქნა მიღებული და მისი შესრულება იუსტიციის სამინისტროს დაევალა. ცვლილებათა მიზანი ოჯახში ძალადობის უფრო ეფექტური პრევენცია, მსხვერპლთა უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა და შესაძლო დანაშაულის შედეგების თავიდან აცილებაა. საერთაშორისო გამოცდილებით, მოძალადისთვის იარაღთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა მსგავსი დანაშაულის პრევენციისათვის.

ახალი რეგულაციებით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილებები და  ოჯახში ძალადობის და ოჯახური ძალადობის (ძალადობრივი ხასიათის) დანაშაულებისთვის დამატებით სასჯელად განისაზღვრება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. ამასთან, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას არ არის აუცილებელი, იარაღი წარმოადგენდეს დანაშაულის საგანს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. სასამართლო, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, სასჯელის სახით გამოიყენოს თუ არა იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვის საკითხი. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა სასჯელად შეიძლება  1-დან 5 წლამდე ვადით დაინიშნოს.

ცვლილებების მიხედვით, იზრდება პოლიციელის უფლებამოსილება და განისაზღვრება ის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, რომლებზეც შემაკავებელი ორდერის გამოცემა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება პოლიციელს ყველა შემთხვევაში შეეძლება. დანარჩენ შემთხვევაში კი მსხვერპლს ექნება უფლება იმისა, რომ პოლიციელს მოსთხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც ხდება ხაზგასმა, რომ თუ პირის მიმართ დევნა დაწყებული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისთვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის დაკისრების საკითხს.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო პაკეტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ამ თემაზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სოციალურმა კამპანიამ უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობა, რამაც სახელმწიფოს მისცა საშუალება, საკანონმდებლო დონეზე დაიცვას მსხვერპლთა უფლებები. ახალი რეგულაციები კიდევ უფრო უკეთ და ეფექტურად დაიცავს მსხვერპლს ძალადობრივი დანაშაულისაგან", - აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge