png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 06.03.2018
  • 16:08
გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ, საუბარი რუსეთის ქმედებებს, მის მილიტარისტულ პოლიტიკას და აქედან მომდინარე საფრთხეებს შეეხო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია. გაზრდილი მილიტარისტული რიტორიკის ფონზე კი, საქართველოს პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობაა აუცილებელი.

მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-საქართველოს წვრთნებში შვედეთის მონაწილეობის საკითხზეც იმსჯელეს.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც აღინიშნა, 2008 წელს განვითარებული მოვლენების შედეგია, რომ უფრო მეტი რევიზიონისტული ამბიცია უჩნდება რუსეთს და უკვე გასცდა მისი უახლოესი სამეზობლოს გეოგრაფიულ ფარგლებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, ხარ თუ არა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, საერთო ღირებულებებისა და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანება აუცილებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge