სირიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 06.03.2018
- 17:51
სირიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტი ლაინერის ხმეიმიმის აეროპორტში დაჯდომისას მოხდა. კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „ან-26“ ტიპის თვითმფრინავში 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, თუმცა არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ტექნიკურ გაუმართაობასაც გამოეწვია.