კიევის მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 07.03.2018
- 10:57
ერთი ადამიანი დაშავდა კიევში მეტროსადგურ „ლესნაიასთან“ ორი ყუმბარის აფეთქების შედეგად.
მედიის ცნობით, დაიწვა Toyota-ს მარკის ავტომობილი. ორმა ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. მედიისვე ცნობით, კონფლიქტი უცნობ პირებს შორის მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.