Facebook-ი ხმოვანი სტატუსების დამატებას გეგმავს
- მსოფლიო
- 07.03.2018
- 14:40
სოციალური მედიაგიგანტი Facebook-ი ახალი სერვისის სატესტო ვერსიაზე მუშაობს, რაც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას მოკლე ხმოვანი ჩანაწერები საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნონ.
Facebook-ი იმედოვნებს, რომ ახალი სერვისის საშუალებით ადამიანები უკეთ შეძლებენ კომუნიკაციას და ერთმანეთისთვის სხვადასხვა ემოციის გაზიარებას.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდიდან გახდება ახალი სერვისი გლობალურად ხელმისაწვდომი.