ხვალ, ჟენევაში 88-ე საერთაშორისო ავტოშოუ გაიხსნება
- მსოფლიო
- 07.03.2018
- 15:03
ხვალ, შვეიცარიის საგამოფენო ცენტრ "პალექსპოში" ჟენევის 88-ე საერთაშორისო ავტოშოუ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 110 საპრემიერო ავტომობილი მთელი მსოფლიოდან - Audi A6; Kia Ceed და Mercedes-Benz A კლასი. ასევე, კონცეპტუალური მანქანები Skoda Vision X; BMW 8 Series Gran Coupe; Peugeot 508; Hyundai Santa Fe და Lexus UX.
გუშინ, 10 000-მდე ჟურნალისტს მიეცა საშუალება, ავტოშოუს ოფიციალურ გახსნამდე წვეოდა საგამოფენო ცენტრს. ექსპოზიცია დამთვალიერებლებისთვის 18 მარტამდე გაგრძელდება.