png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ

  • სამართალი
  • 07.03.2018
  • 15:33
ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ

2018 წლის 1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ. -

პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდის და დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა (ოჯახური დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. ამ კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებენ პროკურორები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, შიდა კანონმდებლობისა და ფსიქოლოგიის კუთხით.

მათივე ცნობით, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა. პროკურატურის მიერ ორგანიზებული პროექტების - ,,ადგილობრივი საბჭოს" და ,,საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოძალადეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, პროკურორთა სპეციალიზაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისკენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge