გერმანიის პრეზიდენტმა ჰიმნის გენდერულ-ნეიტრალურად შეცვლას მხარი არ დაუჭირა
- მსოფლიო
- 07.03.2018
- 16:20
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სახელმწიფო ჰიმნის გენდერულ-ნეიტრალურად შეცვლას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ გამოცემა Saarbrücker Zeitung-ი წერს. „არა, არ ვარ მომხრე ფორმულირების შეცვლის“, - განაცახდა მან.
მანამდე გერმანიის ოჯახის საქმეების სამინისტროს სქესის თანასწორობის საკითხების ხელმძღვანელმა კრისტინ როზე-მერინგმა ჰიმნის „გენდერულად ნეიტრალურად“ შეცვლის აუცილებლობაზე განაცხადა.
ანგელა მერკელი თავის მხრივ კმაყოფილია ჰიმნით და ტექსტის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.