png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბრიტანეთმა 14 ადამიანის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის გამოძიება მოითხოვა

  • მსოფლიო
  • 08.03.2018
  • 11:32
ბრიტანეთმა 14 ადამიანის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის გამოძიება მოითხოვა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ „დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის შინაგანა საქმეთა მინისტრს ამბერ რადს მიმართეს და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი საეჭვო (თუ მოულოდნელი) სიკვდილის 14 ფაქტის საფუძველზე აღძრული საქმების საგულდაგულო გამოძიება მოითხოვეს. ბრიტანელმა დეპუტატებმა ეს განცხადება რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით გააკეთეს.

ვინ არიან ამ 14 საქმის ფიგურანტები? ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი, ალექსანდრ პერეპელიჩნი, იგორ გოლუბევი, იგორ პომომარევი, სკოტ იანგი, სტივენ კერტისი და სხვები. 14 საქმის შესახებ მასალები ჯერ კიდევ შარშან  ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed-მა გამოქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ჩამოთვლილი პირების სიკვდილში რუსეთის სპეცსამსახურებისა და მაფიოზური სტრუქტურების ხელი ურევია, ბრიტანულმა პოლიციამ კი, რუსეთთან კონფლიქტი რომ არ მოსვლოდა, გარდაცვალების ფაქტები თვითმკვლელობად და უბედურ შემთხვევად ჩათვალა“.

„ბი-ბი-სი“-ს სტატიაში მოცემულია ზემოთ აღნიშნული 14 პიროვნების საქმიანობისა და მათ სიკვდილთან დაკავშირებულ გარემოებები.

„ბადრი პატარკაციშვილი

გარდაცვალების თარიღი: 2008 წლის 12 თებერვალი

ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და უახლოესი თანამოაზრე იყო. 2001 წლამდე ბადრი პატარკაციშვილი რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული. 1995-2001 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია ОРТ-სა და ТВ-6-ში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2001 წლის ივლისში რუსეთის გენპროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა, თითქოს მან ხელი შეუწყო საზღვარგარეთ გაქცევაში „აეროფლოტის“ გენდირექტორის ყოფილ  მოადგილეს ნიკოლაი გლუშკოვს, რის შემდეგად ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში წავიდა. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ ბიზნესმენზე ძებნა გამოაცხადა. მოსკოვმა რამდენჯერმე მოითხოვა საქართველოსაგან ბადრი პატარკაციშვილის გადაცემა, მაგრამ წარუმატებლად.

2008 წლის იანვარში ბადრი პატარკაციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც, მიღებული ხმების რაოდენობით, მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წლის აპრილში იგი ლონდონის გარეუბანში მდებარე თავის სახლში გულის შეტევისაგან გარდაიცვალა“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge