png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქურდობის მიზნით ჩამოსულებს შორის რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან - შვედეთის შს მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 08.03.2018
  • 15:17
ქურდობის მიზნით ჩამოსულებს შორის რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან - შვედეთის შს მინისტრი

ქურდობის მიზნით შვედეთში ჩასულებს შორის რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან, - ამის შესახებ შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მორგან იოჰანსონმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის საქართველოს მხარესთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„როგორც ვიცი, საქართველოს შს მინისტრი მომავალ კვირას შვედეთში ჩამოდის და ვისაუბრებთ არა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე, არამედ საუბარი შეეხება ასევე იმ საერთაშორისო დაჯგუფებების ჩამოსვლას ევროპაში, რომელთა მიზანიც ქურდობაა. ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვყავს ოთხი ქვეყნის - რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთის და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შვედეთში იმყოფებიან. გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ტიპის აქტივობის წინააღმდეგ ზომები მიიღოს. შევედეთში ასეთი ტიპის დანაშაულებს, ძირითადად, ჩამოსული ხალხი ჩადის. მე შევხვდი საქართველოს ელჩს და მან ძალიან კონსტრუქციული მიდგომა გამოხატა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირასაც ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება და საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ღონისძიებებზე შევთანხმდებით, რათა შვედეთისა და საქართველოს პოლიციის თანამშროლობა უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს. საკმაოდ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. თავშესაფრის მინიჭებაზე თითქმის არცერთი მოთოვნა არ დაკმაყოფილებულა. თითოეული „ქეისის“ განხილვა ხდება, მაგრამ ასევე სწრაფად ხდება იმის დადგენა, რომ არ არის თავშესაფრის მინიჭების საჭიროება. ჩვენთვის შემაშფოთებელია დანაშაულების მონაცემების იდენტიფიცირება. არ მსმენია ამ პრობლემის გადაჭრას გერმანელები როგორ აპირებენ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარესთან თანამშრომლობა“, - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა. 

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge