png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საინტერესო ფაქტები მილიონერებზე

  • ეს საინტერესოა
  • 08.03.2018
  • 16:11
საინტერესო ფაქტები მილიონერებზე

ჩვენს პლანეტაზე მილიონერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დაახლოებით 65 ადამიანით. იმისათვის რომ მილიონერი გახდე აუცილებელია თუ არა კარგი განათლება? სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.

 თუ კი სტატისტიკას დავუჯერებთ, ყოველ მეხუთე მილიონერს არ აქვს უმაღლესი განათლება. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კი მხოლოდ 6 პროცენტს გააჩნია.

საინტერესოა, რომ ყველა მილიონერმა ვერ შეძლო ბიზნესში წარმატების მიღწევა პირველივე მცდელობის შემდეგ. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც 4-5-ჯერ მოუხდათ ყველაფრის ნულიდან დაწყება.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტული მენეჯერი, ამერიკელი დონ კინგი ერთხელ მაღაზიაში შევიდა და 110 წყვილ ფეხსაცმელში 64 000 დოლარი გადაიხადა.

 მაგრამ ეს წესებიდან გადახვევაა. ამერიკელი სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ მილიონერთა უმეტესობა 140 დოლარზე ძვირადღირებულ ფეხსაცმელს არ ყიდულობს.

ავსტრიელი კარლ რებედერი ღარიბ ოჯახში დაიბადა. გასაკვირი არ არის, რომ ადრეული ბავშვობიდან ბიჭი სიმდიდრეზე ოცნებობდა. მაგრამ სოლიდური კაპიტალის შემდეგ კარლი მიხვდა, რომ მილიონებმა მას ბედნიერება ვერ მოუტანა და მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაზე დახარჯა.

ამერიკელი ჯეიმს ვილსონი მილიონერი საკმაოდ მოწიფულ ასაკში გახდა. 84 წლისა ის აზარტული თამაშების, ლატარეისა და ტოტალიზატორების წინააღმდეგ გამოდიოდა. იმისათვის, რომ ნათესავები დაერწმუნებინა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, გადაწყვიტა ცხოვრებაში პირველად ლატარეის ბილეთი ეყიდა. ახალბედებს უმართლებთ - პენსიონერი ერთდროულად 256 მლნ დოლარის მფლობელი გახდა.

მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი მდიდარი მოსკოველი ვაჭარი გავრილა სოლოდოვნიკოვი წარმოუდგენელი სიძუნწით გამოირჩეოდა. დუქნებში ის ყველაზე იაფასიან კერძს- წინა დღის წიწიბურას უკვეთავდა და გაუმართავი ეტლით გადაადგილდებოდა, რომელსაც რეზინი მხოლოდ უკანა თვლებზე ჰქონდა გადაკრული. ვაჭარი ამას შემდეგნაირად ხსნიდა - წინ მეეტლე ზის, მისი კომფორტისთვის კი ის ფულის გადახდას არ აპირებდა.

წარმატებული ინვესტორი ნიკოლას ბერგრიუენი, რომელმაც 2 მლნ-ზე მეტი დოლარი დააგროვა, უსახლკაროა. მართალია, ღამეს ქუჩაში არ ათევს, მაგრამ ღარიბულო სახლი აქვს, მდიდრული სახლი კი გაყიდა. მას უფრო მეტად მოსწონს სასტუმროებში ცხოვრება და მთელს მსოფლიოში მოგზაურობა.

ბრიტანელმა ფსიქოლოგმა როჯერ გრეიმ მილიონები მამაკაცის ცრემლების შეგროვებით იშოვა. ის თავის პაციენტებს არწმუნებდა, რომ მამაკაცები ქალებზე ცოტა ხანს ცხოვრობენ, რადგან იშვიათად ტირიან. გრეიმ სპეციალური კურსები გახსნა, სადაც მამაკაცებს  სწორად ტირილის ხელოვნებას ასწავლიდა.

ირლანდიელი პეტ ბარკი მილიონერი უჩვეულო ხერხით გახდა. ის ხშირად ჩადიოდა აშშ-ში ნათესავების მოსანახულებლად, რომლებიც მას ერთი მუჭა ირლანდიური მიწის ჩატანას სთხოვდნენ. პეტს თავში აზრად მოუვიდა, რომ ამით ფული ეშოვა.

მხოლოდ 2009 წელს მან აშშ-ში 240 ტონა მიწა გაგზავნა. ამერიკის საბაჟო ამით აღფრთოვანებული არ იყო, რადგა მიწასთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა მიკრობებიც მოხვედრილიყო. მაგრამ მოხერხებული ირლანდიელი არ დაიბნა და მიწის გასუფთავების მეთოდი შეიმუშავა.

ჩინელმა ჩუენ გუანბიამომ კი მილიონების გაკეთება ჰაერიდან შეძლო.

მის მშობლიურ ქალაქში, პეკინში ჰაერი მთლად სუფთა არ არის. გუანბიამომ სპეციალური ქილების გაყიდვა დაიწყო, რომელიც სუფთა ჰაერით იყო სავსე. მალე გამოგონებამ მას 8 000  000  დოლარი მოუტანა. თავად გუანბიანო ამტკიცებს, რომ მისთვის მთავარია არა ფული, არამედ ხელისუფლების ყურადღების გამახვილება ეკოლოგიის პრობლემებისადმი, ამიტომ შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge