primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება

  • საზოგადოება
  • 08.03.2018
  • 16:18
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება

როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის სუნთქვის  შემნახველი, თბილისელების სუნთქვის  შემნახველი და სწორედ, ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ! თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი, თბილისი არის ის კულტურული ტრადიციები, რომელიც თბილისმა შემოინახა - ეს არის თბილისი და და ეს არის ჩვენი საქართველო - სწორედ, ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გუდიაშვილის მოედანზე განაცხადა, რომლის რეაბილიტაციაც დღეს დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების აღდგენა-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის განხორციელება, მამულიშვილურ, პატრიოტულ საქმედ შეაფასა.

„პირველ რიგში, მინდა, ქალბატონებს მოგილოცოთ 8 მარტი და ნამდვილად, ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ვიწყებთ ახალ პროექტს - "ახალი ტფილისის" ფარგლებში. გუდიაშვილის მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია, მართლაც, პატრიოტული, მამულიშვილური საქმეა დღეს ჩვენთვის, იმისთვის, რომ თითოეულ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე და ეს ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა თბილისის სუნთქვა - ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთი, როგორიც დღეს არის და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში.

წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, ასევე, უყურადღებობამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა, ამიტომ ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე ის, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას. მთლიანობაში 30-მდე შენობა აღდგება, თავისი ულამაზესი ეზოებით. აქედან 18 შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომაც არის განსაკუთრებული ეს პროექტი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილა - აღმაშენებლის გამზირსა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაზე.

„ჩვენი თბილისი, ნამდვილად არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს - ეს არის ულამაზესი, უმდიდრესი მემკვიდრეობა და ჩვენ ნამდვილად ვართ უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ. ჩვენი უდიდესი ვალია, მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს მემკვიდრეობა და რათქმაუნდა, თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს  მოვუვლით და აღვადგენთ. ეს არ იქნება ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული, პირიქით - იწყება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და თბილისის თითოეულ შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს ასევე მოვუვლით.

მეგობრებო, უმთავრესი მაინც არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები და რათქმაუნდა, ეს პროექტი იმითაც გამორჩეულია, რომ ის ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას, ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელსაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წლის დასასრულს თბილისს შეემატება კიდევ ერთი ლამაზი უბანი და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პროექტების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად აღდგება 30-მდე შენობა, მათ შორის, 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ტერიტორია ადაპტირებული გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge