ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა
- საზოგადოება
- 09.03.2018
- 11:10
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სადენები იყო. მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.