png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მამაკაცს, რომელმაც მეგობარი თავში თეფშის ჩარტყმით მოკლა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

  • სამართალი
  • 09.03.2018
  • 11:26
 მამაკაცს, რომელმაც მეგობარი თავში თეფშის ჩარტყმით მოკლა, 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული გაასამართლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული წლის თებერვალში მამაკაცმა თავში თეფშის რამდენჯერმე ჩარტყმით და სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით მოკლა მეგობარი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილი 24 საათის შემდეგ მეზობელმა იპოვა. დამნაშავე კი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

"მკვლელობის დღეს დამნაშავე, მისი ბიძა და გარდაცვლილი ერთად იმყოფებოდნენ ვ.მ.-ის საცხოვრებელ სახლში. როგორც მოწმე აცხადებს, მოგვიანებით მან დაიძინა, ხოლო გ.ჩ და ვ.მ. ოთახში მარტო დატოვა. დილით კი ოთახში სისხლის შხეფები და თეფშების ნამსხვრევები დახვდა. ვ.მ. საწოლზე იწვა. მან იფიქრა, რომ ვ.მ.-ის ეძინა და საცხოვრებელი ბინიდან წავიდა.

შემთხვევას შეესწრო აგრეთვე გარდაცვლილის მეგობარი ,რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა,რომ ვ.მ.-ას ბინაში თავისი ფეხსაცმლის წასაღებად მივიდა. სახლში შესულმა დაინახა, რომ გ.ჩ. სცემდა ვ.მ.-ას, ასევე დაინახა, როგორ ჩაარტყა ორჯერ თეფში. მან სცადა მათი დამშვიდება, მაგრამ გ.ჩ.-ის მუქარის გამო დატოვა შემთხვევის ადგილი.

სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა განმარტეს,რომ დაზიანება მიყენებული იყო მკვრივი და ბლაგვი საგნის, ასევე ბასრი და მჭრელი საგნის მოქმედებით.

იგივე დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.ექსპერტებმა ასევე დაადასტურეს დამნაშავე გ.ჩ.-ის დნმ-ის არსებობა გარდაცვლილის სხეულზე.

დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი, თუმცა სადავოს ხდიდა იმ გარემოებას,რომ დამნაშავეს არ ჰქონდა ვ.მ.-ის მოკვლის განზრახვა. ასევე დამნაშავე გ.ჩ.-ამ განმარტა, რომ დაზარალებულმა პირველმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მან თავის დაცვის მიზნით თავში თეფში ჩაარტყა და სახლიდან წავიდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ჩვენებებიდან ირკვევა,რომ ბრალდებული გ.ჩ. ცრუობდა და მისი აღწერილი სურათი არ ემთხვეოდა არც გამოძიების შედეგად მიღებულ დასკვნას და არც სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებს.

მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდაცვლილი ვ.მ.-ის სხეულზე მიყენებული დაზიანებები, მათი სიმრავლე და ადგილმდებარეობა, გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას.

შესაბამისად,წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ გ.ჩ.-ის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას. მან გამიზნულად, სიცოცხლის მოსპობის მიზნით ორჯერ ჩაარტყა თავში თეფში და მიაყენა სხეულზე სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები.

სასამართლომ დამნაშავედ სცნო გ.ჩ. და მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით შეუფარდა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge