ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახდები დააწესა
- მსოფლიო
- 09.03.2018
- 12:01
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მაღალი გადასახდები დააწესა.
ტრამპმა იმპორტზე ტარიფების შემოღების შესახებ ჯერ კიდევ 1 მარტს განაცხადა. მან ამის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ მისი თქმით, აშშ ზარალდება „არპატიოსანი ვაჭრობით“, გადასახადების დაწესება კი მრეწველობის განვითარებას ბიძგს მისცემს.
ევროკავშირში უკიდურესად მკაცრად შეაფასეს აშშ-ის გადწყვეტილება. მოსალოდნელია, რომ ამ ღონისძიებებს განსაკუთრებით მკაცრად ჩინეთი შეხვდება და ექსპერტები ახალი სავაჭრო ომის აფეთქებას შიშობენ.
კანონი გადასახადების დაწესების შესახებ ძალაში 15 დღის შემდეგ შევა.
დიდი კრიტიკით შეხვდნენ ტრამპის გადაწყვეტიელბას აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ვაჭრობის სფეროში და ტრამპის საკუთარ პარტიაშიც კი.