png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ - ბერძენიშვილი კვირიკაშვილის მიმართვაზე

  • პოლიტიკა
  • 09.03.2018
  • 14:10
რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ - ბერძენიშვილი კვირიკაშვილის მიმართვაზე

საქართველოს პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას. 

ბერძენიშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა.

“ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს მის უსუსურობას ამ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმას, თუ რას შეძლებდა და რას ვერა სხვა ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა. პრემიერის ეს ნაბიჯი სწორედ ამის ნიშანია და სამწუხაროდ, შედეგად ამასაც არაფერი მოჰყვება. თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?! ვის უნდა შეუთანხმოს ეს? რომელ კანონში წერია ეს, რომ იმის გამო, რომ პრემიერს თავი ეჭრება, რაღაც უნდა ვქნათ ახლა და სადმე რამე უნდა დავთმოთ? ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის. მსოფლიო ვერაფერს უშვრება მას, მით უმეტეს ვერაფერს უშვრება საქართველოს ხელისუფლება, უნდა ვაღიაროთ ეს და უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გვყავდეს დაცული. ჩვენ უკვე ვნახეთ, თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მისწერა რუსეთის ეკლესიას და რუსეთის ეკლესიამ დაგვცინა. საქართველოს პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი. როგორც ვხედავთ არ გადმოგვცემენ ცხედარს იმიტომ, რომ თავისი ხუშტურები აქვთ რუსებს და დაგვცინიან. ყოველთვის არის ეს ფაქტორი და აქ რამეზე საუბარი არ შეიძლება. შეგვითანხმოს საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ რას ვთმობთ ამ საქმეში, რომ პრემიერ-მინისტრის პრესტიჟის გადასარჩენად ნახევარი საქართველო ჩავაბაროთ ოკუპანტებს? წარმოუდგენელია საერთოდ რა შეთავაზებაა. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს მისი გადაყენება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge