png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია

  • პოლიტიკა
  • 09.03.2018
  • 16:34
 იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა და ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელიც იენს სტოლტენბერგის რეზიდენციაში გაიმართა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია. სამიტს საქართველო დაესწრება, როგორც ასპირატი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა.  

შეხვედრაზე მხარეებმა სამიტისთვის ალიანსის მზადების საკითხზე და მასზე საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, ხოლო პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება. 

მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას კი, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვეს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. 

შეხვედრის მსვლელობისას იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა მის აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღუთქვა გენერალურ მდივანს, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge