ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 12.03.2018
- 09:58
ორი ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. BBC-ის ცნობით, ვერტმფრენი მდინარე ისთ რივერში ჩავარდა.
ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაზიანებული ვერტმფრენიდან სამი მგზავრი ამოიყვანა, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პილოტმა თავად მოახერხა საკუთარი თავის გათავისუფლება.