მასკი პირველი „მარსიანული“ ხომალდის გაგზავნას 2019 წლისთვის გეგმავს
- მსოფლიო
- 12.03.2018
- 10:24
კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ხომალდის პირველი გამოსაცდელი ფრენა მარსის ასათვისებლად 2019 წლისთვის არის დაგეგმილი. CNBC-ის ცნობით , ბიზნესმენმა ამის შესახებ ოსტინში ტექნოლოგიურ ბაზრობაზე განაცხადა.
SpaceX-ი წითელ პლანეტაზე პირველი სატვირთო ხომალდის გაგზავნას 2022 წელს გეგმავს. მასკის კომპანიის მიზანი მარსზე თესლის გავრცელებაა, რათა იქ ადამიანთა კოლონიის დაარსებისთვის პირობები შეიქმნას.
მოსალოდნელია, რომ მრავალფუნქციური სარაკეტო სისტემა SpaceX BFR-ი გათვლილია პლანეტებს შორის მოგზაურობისთვის, ერთი გაფრენა კი 5-6 მლნ დოლარი ეღირება.
მასკის თქმით, მომავალში მარსზე აშენდება შუშის ნაგებობები, ელექტროსადგურები და სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება.