კატმანდუში ავიაკატასტროფას 17 მგზავრი გადაურჩა
- მსოფლიო
- 12.03.2018
- 14:21
სულ მცირე 17 მგზავრი დაშავდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავიაკომპანია US-Bangla Airlines-ს თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა. დანარჩენების ბედი გაურკვეველია.
შეგახსენბეთ, რომ თვითმფრინავი კატმანდუს აეროპორტთან ჩამოვარდა. ის ფეხბურთის მოედანზე ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. საჰაერო ხომალდი ბაგლადეშის დედაქალაქ დაკადან მიფრინავდა. მედიის ცნობით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.