„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს
- მსოფლიო
- 12.03.2018
- 15:58
სულ მცირე ათი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მერძოლებმა. ტელეარხ Al Sumaria-ს ცნობით, ტერორისტებმა ბაღდადი-კირკუკის გზაზე ყალბი საკონტროლ-გამშვები პუნქტი მოაწყვეს და 10 მშვიდობიანი მცხოვრები დახოცეს.
ძალოვანები თავდამსხმელებს ეძებენ.
ჯერ კიდევ თებერვალში კირკუკის პროვინციის გუბერნატორი რაკან ალ-ჯაბური ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიძინებული ჯგუფები პროვინციაში საფრთხეს წარმოადგენდნენ. მისი თქმით, ღამით მებრძოლები მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან და იტაცებენ.