კამერონ დიასი კინოდან წავიდა
- მსოფლიო
- 12.03.2018
- 18:50
ამერიკული გამოცემა Harper's Bazaar-ის ცნობით, ცნობილმა მსახიობმა კამერონ დიასმა სამსახიობო კარიერა დაასრულა. Harper's Bazaar-მა აღნიშნული ინფორმაცია მსახიობის უახლოეს მეგობარზე დაყრდნობით გაავრცელა. დიასის მეგობრის თქმით, მსახიობი მთელი დროის ოჯახისთვის დათმობას აპირებს.
კამერონ დიასი ეკრანებზე უკანასკნელად 2014 წელს გამოჩნდა ფილმით Annie.