საქართველოში აივ-ით 6885 ადამიანია ინფიცირებული
- საზოგადოება
- 13.03.2018
- 09:49
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით საქართველოში სულ აივ-ით ინფიცირების 6885 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 5153 - მამაკაცი, 1732 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე. შიდსი განუვითარდა 3761 პაციენტს, 1424 გარდაიცვალა. არვ მკურნალობაზე იმყოფება 4182 პაციენტი.
მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.