png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთი განაგრძობს იყოს უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც მსოფლიოსთვის მოაქვს არასტაბილურობა -ტილერსონი

  • მსოფლიო
  • 13.03.2018
  • 10:09
რუსეთი განაგრძობს იყოს უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც მსოფლიოსთვის მოაქვს არასტაბილურობა -ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუსეთის ყოფილ ჯაშუშზე სერგეი სკრიპალზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„მსგავს თავდასხმას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქალქის მკვლელობის მცდელობას არასდროს აქვს გამართლება და ჩვენ აღშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი მსგავსი ქმედებების დემონსტრირებას ისევ ახდენს. უკრაინიდან სირიამდე, ახლა კი დიდ ბრიტანეთამდე, რუსეთი განაგრძობს იყოს უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც მსოფლიოსთვის მოაქვს არასტაბილურობა, რომელიც მოქმედებს ღიად და გაუფრთხილებლად სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა ტილერსონმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადება სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან რუსეთის კავშირის შესახებ აშშ-სთან იყო კოორდინირებული.

„შეერთებული შტატები კონტაქტში იყო ჩვენს მოკავშირეებთან გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნულ განცხადებამდე. იყო სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივანსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსონს შორის. სრულებით დარწმუნებულნი ვართ  დიდი ბრიტანეთის გამოძიებასა და მის შეფასებებში, რომ რუსეთი პასუხისმგებელია თავდასხმაში და ნერვულ-პარალიტური გაზის გამოყენებაში, რომელიც სოლსბერში გასულ კვირას მოხდა“, - აღნიშნა ტილერსონმა.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალის მოწამვლასთან კავშირი დიდი ალბათობით რუსეთის სახელწმიფოს აქვს.

მან რუსეთს დღეს საღამომდე მისცა დრო განმარტებების წარსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული ზომების გატარების პირობა დადო. ხვალ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მეი პარლამენტს რუსეთის მიმართ დაგეგმილ ზომებს წარადგენს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge