png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართველი მწერლები კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე წარსდგებიან

  • კულტურა
  • 13.03.2018
  • 11:48
ქართველი მწერლები კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე წარსდგებიან

პირველად ქართული ლიტერატურის ისტორიაში ქართველ მწერალს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე, კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე „lit.COLOGNE“ უმასპინძლებენ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა მხოლოდ მარტში ლაიფციგის წიგნის ბაზრობასა და 7 გერმანულენოვან ქალაქში 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50-მდე ლიტერატურული ღონისძიებით წარდგება. 14-დან 24 მარტის ჩათვლით დაგეგმილი მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კიოლნში, ლაიფციგში, ბერლინში, ვენაში, ზალცბურგში, ჰალესა და ფრანკფურტში ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული 22 ახალი გერმანულენოვანი თარგმანის კითხვა-პრეზენტაცია გაიმართება. სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიებებზე საკუთარ ნაწარმოებებს გერმანელ მკითხველს ნაირა გელაშვილი, აკა მორჩილაძე, რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, ლუკა ბაქანიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბერძენიშვილი, ალეკო შუღლაძე, ბესო ხვედელიძე, ნინო ხარატიშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ზურაბ რთველიშვილი, ლაშა ბუღაძე, კოტე ჯანდიერი, ნატო ინგოროყვა, ნიკა ჯორჯანელი, ზურაბ ქარუმიძე, ბესიკ ხარანაული, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბონდო მაცაბერიძე, ირმა შიოლაშვილი წარუდგენენ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ოთარ ჭილაძის, ილია ზდანევიჩის, გურამ ასათიანისა და მიკა ალექსიძის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ლიტერატურული ღონისძიებების პარალელურად, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრესკონფერენცია გაიმართება. წამყვანი გერმანული მედიის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს მედეა მეტრეველს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი წარუდგენს. ქართული მხარე გერმანელ ჟურნალისტებს პროექტის კონცეფციას, ძირითად გზავნილებს და დაგეგმილ ლიტერატურულ და კულტურულ პროგრამას გააცნობს. პრესკონფერენციაზე მწერლისა და ლიტერატორის პერსპექტივიდან ისაუბრებს ქართული წარმოშობის გერმანელი ავტორი ნინო ხარატიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა 450 სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებას მოიცავს. ქართველ ავტორებსა და მათ გერმანულენოვან 130 გამოცემას გერმანიის, ავსტიისა და შვეიცარიის 29 ქალაქში უმასპინძლებენ. ქართული ლიტერატურა 20 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფოკუსში მოხვდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge