png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა

  • პოლიტიკა
  • 24.11.2015
  • 13:57
პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა

მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა, - ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ხელოვანებსა და მეცნიერებს მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი თავიანთ საქმიანობაში იჩენენ.

„მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. ეს არის მადლობა იმ დიდი საქმეებისთვის, რასაც წლებია, აკეთებთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბატონ გივი ბერიკაშვილს გადაეცემა რუსთაველის პრემიას მისი მრავალწლიანი, განსაკუთრებული, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყველას უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით შემოქმედებითი თუ სამეცნიერო მიმართულებით “, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატებს.

საქართველოს ეროვნული პრემიები  ხელოვნების დარგში მიენიჭათ - მწერალ ივანე ჩხიკვაძეს  - ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს - სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისთვის „ო,უძლეველო დიდო წამო შემოქმედების“; მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს - ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისა და თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; რეჟისორ ლევან წულაძეს - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულთეატრში დადგმული სპექტაკლისთვის - „როგორც გენებოთ“.

მეცნიერების დარგში კი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ - ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი - ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის - „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები“; ფიზიკოსები - ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ველის კვანტური თეორიისძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა“; ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტიმამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა დამკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში“; ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიის ლაურეატებს წარმატებები უსურვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge