ავტობუსი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, ხევში გადავარდა
- მსოფლიო
- 13.03.2018
- 17:00
ტურისტული ავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, ხევში გადავარდა. ინციდენტი ამერიკის ალაბამას შტატში მოხდა. არიან დაშავებულები.
ავტობუსი, რომელშიც 45 ადამიანი იჯდა, ტეხასში სკოლის ექსკურსიიდან ბრუნდებოდა.
წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა.